Nana Ekvtimishvili

  1. home
  2. Author
  3. Nana Ekvtimishvili
Nana Ekvtimishvili

1 Published BooksNana Ekvtimishvili

ნანა ექვთიმიშვილი სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. დაამთავრა გერმანიის კონრად ვოლფის სახელობის პოტსდამ-ბაბელსბერგის კინოაკადემია. მისი მოთხრობები პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „არილში“ 1999 წელს.

ნანა ექვთიმიშვილმა რამდენიმე მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმებზე მუშაობის შემდეგ, 2012 წელს, რეჟისორ სიმონ გროსთან ერთად გადაიღო ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“, რომელმაც მსოფლოს სხვადასხვა წამყვან კინო ფესტივალებზე გაიმარჯვა; მათ შორის ბერლინის, ჰონკონგის, პარიზის, სარაევოს, ლოს-ანჯელესის და ტოკიოს კინოფესტივალებზე. ფესტივალებზე ფილმმა 30-მდე ჯილდო მოიპოვა.

2013-2014 წლებში ფილმი გამოვიდა სხვადასხვა ქვეყნების კინოთეატრებში: საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ავსტრალიაში, ბენელუქსისა და ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში. იგი იყო საქართველოს კანდიდატი 2014 წლის ოსკარისთვის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

2013 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „გრძელი ნათელი დღეები“ ახალი ქართული ტალღის მომასწავებლად მიიჩნიეს, ხოლო ჰონკონგის ფესტივალზე ფილმს ქართული კინოს გაზაფხული უწოდეს. კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანება FIPRESCI-მ კი ფილმს ქართული კინემატოგრაფიის ხელახლა აღორძინების ნიმუში უწოდა.

Popular Books by Nana Ekvtimishvili